სიახლეები

სადახლოში საბავშო ბაღის მშენებლობა დაიწყო

14 დეკ, 2015

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ახალი თანამედროვე ტიპის საბავშო ბაღის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 150 ბავშვზეა გათვლილი.აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სამშენებლო/სარემონტო  სამუშაოების პროცესში 40 ადამიანი დასაქმდება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ახალი თანამედროვე ტიპის საბავშო ბაღის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 150 ბავშვზეა გათვლილი.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სამშენებლო/სარემონტო  სამუშაოების პროცესში 40 ადამიანი დასაქმდება.

სოფელ სადახლოს საბავშო ბაღის მშენებლობის სამუშაოებს შპს „პარმაღი“ ასრულებს. ინფრასტრუქტურული პროექტი 2015 წლის 4 დეკემბერს დაიწყო და 2016 წლის ნოემბრის თვეში დასრულდება, რომლის საერთო ღირებულება 648 499  ლარს შეადგენს.
აღნიშნული პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

სხვა სიახლეები