სიახლეები

მარნეულში დღეს უფასო სკრინინგი გაიმართა

17 დეკ, 2015

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, ქალაქ მარნეულში მოსახლეობას უფასო სკრინინგი (ტესტირება) უტარდებათ, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

მოსახლეობას საშუალება ჰქონდათ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე ჩაეტარებინათ უფასო ტესტირება C ჰეპატიტსა და აივ-შიდსზე.
ტესტირებების ჩასატარებლად მოსახლეობას სპეციალურად აღჭურვილი  მოძრავი(მობილური) ამბულატორია ემსახურება, რომელიც თავდაპირველად 26 მაისის ქუჩაზე მდებარე რაიონული საავადმყოფოს ეზოში, ამჟამად კი მარნეულის გამგეობის ეზოშია  განთავსებული. 
უფასო ტესტირებების პროცესს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებიც პირადად გაეცნენ და შეუერთდნენ. 
სკრინინგი (ტესტირება) ხორციელდება „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“-სა და „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

სხვა სიახლეები