სიახლეები

ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?

17 დეკ, 2015

დღეს, მარნეულის № 8 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?" ჩემპიონატი გაიმართა

დღეს, მარნეულის № 8 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?" ჩემპიონატი გაიმართა

ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალაქ მარნეულის №2, №5, № 6 სკოლის გუნდები, ასევე სოფელ მარადისის, თამარისის, შულავერის , ახალი დიოკნისის, წერეთლისა და საიმერლოს საჯარო სკოლის გუნდები.
ღონისძიებას მარნეულის რაიონოული პროკურატურის პროკურორი გიორგი სახიაშვილი, საგანმანათლებლო რესურს–ცენტრის დირექტორი რუსლან გაჯიევი, გამგეობის თანამშრომლები და სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ . 
ჩემპიონატში მონაწილე გუნდების შედეგებს სპეციალური კომისია აფასებდა, რომელიც დაკომპლექტებული იყო მარნეულის რაიონოული პროკურატურის, საგანამანათლებლო რესურს–ცენტრის, გამგეობის თანამშრომლების და პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის წარმომადგენლებისაგან. 
დღევანდელ ჩემპიონატში სამი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოვლინდა. სადაც, პირველ ადგილზე გავიდა მარნეულის მუნიციპალიტეტის № 6 საჯარო სკოლის გუნდი, მეორე ადგილი კი დაიკავეს სოფელ მარადისისა და საიმერლოს საჯარო სკოლის გუნდებმა, რომლებიც პროკურომა გიორგი სახიაშვილმა სპეციალური სერთიფიკატებით დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალური ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ ინიციატორები იყვნენ მარნეულის საგანამანთელბლო რესურ – ცენტრი და მარნეულის რაიონოული პროკურატურა. 
მოსწავლეებს შორის ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?" ჩემპიონატის მიზანი იყო მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლე ახალგაზრდობის ინტელექტუალური დონის ამაღლება, წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება, მათი მოტივირება და ნიჭიერი ბავშვების წარმოჩენა, ასევე ინტელექტუალური განვითარების პროპაგანდა და ახალგაზრდების თვითრეალიზაციის ხელშეწყობა.

სხვა სიახლეები