სიახლეები

მარნეულში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა

18 დეკ, 2015

დღეს, გამგეობის შენობაში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის მე-6 რეგიონულ წარმომადგენლობის ოფისი გაიხსნა.

დღეს, გამგეობის შენობაში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის მე-6 რეგიონულ წარმომადგენლობის ოფისი გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში საინფორმაციო ცენტრის მე-6 რეგიონულ წარმომადგენლობის ოფისი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორმა  ელენე გოცაძემ გახსნეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რწმუნებულ–გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, მარნეულის მუნციპალიტეტის გამგებლი მერაბ თოფჩიშვილი, სლოვაკეთის ელჩი  რუდოლფ მიხალკა,  თვითმმართველობის  სხვა ხელმძღვანელი  პირები, თანამშრომლები, არასამთავრობო  სექტორის  წარმომადგენლები და  სხვა  დაინტერესებული პირები.
ახალი წარმომადგენლობის გახსნის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის, ახალგაზრდების, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ინფორმირებაა. 
რეგიონული წარმომადგენლობის  გახსნის შემდეგ დავით ბაქრაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარეობის პროცესზე ისაუბრა. 
სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ რეგიონული წარმომადგენლობები საქართველოს 5 რეგიონში (აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, შიდაქართლი, კახეთი) უკვე ფუნქციონირებს.  წლის ბოლომდე  იგეგმება კიდევ ორი  (სამცხე-ჯავახეთი, გურია) ბიუროს  გახსნა. საინფორმაციო ცენტრს რეგიონული წარმომადგენლობები საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნება.

სხვა სიახლეები