სიახლეები

მარნეულში „გუბერნატორის თასი“ გათამაშდა – გრეპლინგში

21 დეკ, 2015

19 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტმა გრეპლინგში ღია პირველობას უმასპინძლა. „გუბერნატორის თასის“ მოსაპოვებლად ქართველმა და უცხოელმა სპორტსმენებმა იასპარეზებეს. შეჯიბრი მარნეულის სპორტულ კომპლექს „ათა ჰოლდინგში“ გაიმართა.

19 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტმა გრეპლინგში ღია პირველობას უმასპინძლა. „გუბერნატორის თასის“ მოსაპოვებლად ქართველმა და უცხოელმა სპორტსმენებმა იასპარეზებეს. შეჯიბრი მარნეულის სპორტულ კომპლექს „ათა ჰოლდინგში“ გაიმართა.

ღონისძიებას პირადად ესწრებოდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი. აგრეთვე, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად. სპორტული აპარეზობის სტუმართა შორის იმყოფებოდა აგრეთვე კაზახისტანში, „ჯიუ-ჯიცუსა“ და „გრეპლინგის“ ფედერაციების დამფუძნებელი და მერვე დანის მფლობელი, რუსლან აბდრეევი.
მთელი დღის განმავლობაში სულ შვიდმა გუნდმა იასპარეზა. მათგან საუკეთესოს სტატუსი და გუბერნატორის თასი კი რუსთავის მარნეულისა და თბილისის წარმომადგენლებმა მოიპოვეს. სპორტსმენები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა, პაატა ხიზანაშვილმა პირადად დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ ღია პირველობა საქართველოს გრეპლინგის ფედერაციის ინიციატივითა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მხარდაჭერით ჩატარდა. 
ჩემპიონატის მიზანს კი გრეპლინგის პოპულარიზაცია-განვითარება, საუკეთესო სპორტსმენების გამოვლენა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება წარმოადგენდა.

სხვა სიახლეები