სიახლეები

რეგიონალური შეხვედრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში

22 დეკ, 2015

21 დეკემბერს, საქართველოს მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, 2015 წლის შემაჯამებელი რეგიონალური სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს უმასპინძლა.

21 დეკემბერს, საქართველოს მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, 2015 წლის შემაჯამებელი რეგიონალური სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს უმასპინძლა.

შეხვედრის მიზანს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მუნიციპალიტეტების გააქტიურება წარმოადგენდა აღნიშნული სფეროს განვითარებაში. 
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და რეგიონალური ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით ტყეშელაშვილი შეხვდნენ. 
შეხვედრას დაესწრო მარნეულის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მთავარი სპეციალისტი ელგუჯა კუპატაძე, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში გაწეული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
პრეზენტაცია შეეხო, მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებულ მნიშვნელოვან ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს და მათ მოვლა-პატრონობისთვის გაწეულ კონკრეტულ სამუშაოებს, რომლებიც მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

სხვა სიახლეები