სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა საყოფადცხოვრებო ნარჩენების მართვის შესახებ

22 დეკ, 2015

22 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საქართველოს მკვლევართა კავშირის „ორქისის“ ინიციატივით პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“-ს ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ნაგვის ნარჩენების მართვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საუბარი შეეხო, ნაგვის ნარჩენებთან დაკავშირებით საერთაშორისო ვალდებულებებს, ევროპულ გამოცდილებას, რეგიონებში საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის პერსპექტივებს, საქართველოში ნარჩენების მართვის საკანონმდებლო მოთხოვნებსა და გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებულ ეკოლოგიურ პრობლემებს.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, სადაც საკუთარი მუნიციპალიტეტის სამომავლო გეგმებსა და ამ მიმართულებით გადადგმულ კოკნკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

სხვა სიახლეები