სიახლეები

მარნეულში ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტი გაიხსნა

22 დეკ, 2015

მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინისტრის მოადგილემ ლევან დავითაშვილმა და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზაზა დოლიძემ ცხოველების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტი გახსნეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინისტრის მოადგილემ ლევან დავითაშვილმა და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზაზა დოლიძემ ცხოველების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტი გახსნეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავჯდომარე ნაბი აბდულაევი თვითმმართველობის სხვა თანამშრომლებთან ერთად, მეზობელი მუნიციპალიტეტის გამგებლები და გამგებლის მოადგილეები, მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის გუნდის ლიდერი ჰელენ ბრადბერი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი ოლივიე ბურკი , არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტი ასევე, გაიხსება რუსთავშიც. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ორი პუნქტის მშენებლობა მარნეულსა და რუსთავში სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამხრეთ კვკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO), საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“(ALCP) ერთობლივი ძალისხმევით განახორციელა და გრანტის სახით გადაეცემა სურსათის ეროვნულ სააგენტოს.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით მოეწყობა 6 ბიოუსაფრთხოების პუნქტი. მარნეულისა და რუსთავის გარდა , უახლოეს მომავლში დასრულდება პუნქტის მშენებლობა დედოფლისწყაროში, მომავალი წლის პირველ კვარტალში – სიღნაღში. შემდეგ თელავსა და ბოლნისში. ოთხივე პუნქტს სოფლის მეურნეუბის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ააშენებს.
ბოუსაფრთხოების პუნქტი გულისხმობს შემოღობილ, ბეტონის საფარით მოწყობილ ტერიტრიას, სადაც განათავსებული იქნება პირუტყვის სადეზინფექციო გასაბანი აუზები, სადეზინფექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტები. თითოეულ პუნქტზე დღეში საშუალოდ 8000 ცხვარი გაიბანება.
აღსანიშნავია რომ ბიოუსაფრთხოების პუნქტები ხელს შეუწყობს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას და შეამცირებს დაავადებების გავრცელების რისკს.

სხვა სიახლეები