შექსპირის სონეტები მარნეულის სცენაზე
22 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებული თეატრალური სტუდიის ინიციატივით მოეწყო სპექტაკლი სახელწოდებით –„შექსპირის სონეტები“.
22 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებული თეატრალური სტუდიის ინიციატივით მოეწყო სპექტაკლი სახელწოდებით –„შექსპირის სონეტები“.
ახალგაზრდა მსახიობების მიერ დადგმული სპექტაკლი ადამიანის ცხოვრებაში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და ცხოვრებისეულ გარემოებათა გაცოცხლებას ეხებოდა, რომელიც საკმაოდ ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა.
სპექტაკლს ესწრებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად.
გამგებელმა სპექტაკლის მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
თეატრალურ სტუდიას ხელმძღვანელობს ქეთევან აბაშიძე.