სიახლეები

წელს საახალწლო ნობათს 320 შეჭირვებული ოჯახი მიიღებს

28 დეკ, 2015

გრძელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ, სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის, დამდეგი ახალი წლის მილოცვის აღსანიშნავად, საახალწლო ნობათის გადაცემა.

გრძელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ, სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის, დამდეგი ახალი წლის მილოცვის აღსანიშნავად, საახალწლო ნობათის გადაცემა.

დღეს, გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ყიზილაჯლოს დეპუტატი ისმაილ ბაირამოვი და გამგებლის წარმომადგენელი ისმაილ ასკეროვი, ყიზილაჯლოს ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ, სადაც შეჭირვებულ ოჯახებს დამდეგი დღესასწაული მიულოცეს და საახალწლო ნობათი სახლში მიართვეს.
წელს, ადგილობრივი ხელისუფლებისგან საჩუქარს, მუნიციპალიტეტში მცხოვრები 320 ოჯახი მიიღებს.

სხვა სიახლეები