მარნეული ახალ 2016 წელს გრანდიოზული საახალწლო ღონისძიებით შეხვდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის ეზოში საახალწლო ღონისძიება დღეს, 14:00 საათიდან დაიწყო. საახალწლო პროგრამა დატვირთული იყო სხვადასხვა გასართობი, საბავშვო და კულტურული პროგრამით.
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის ეზოში საახალწლო ღონისძიება დღეს, 14:00 საათიდან დაიწყო. საახალწლო პროგრამა დატვირთული იყო სხვადასხვა გასართობი, საბავშვო და კულტურული პროგრამით.
სპეციალურად ამ დღეისთვის, გაიხსნა ულამაზესი დეკორაციებით გაფორმებული საახალწლო სოფელი. ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო ფოლკლორულ კონცერტს, სადაც მაყურებლის წინაშე წარსდგნენ – მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული ქართული ქორეოგრაფიული და ხალხური სიმღერების ანსამბლი "იბერია"; ქორეოგრაფიული ანსამბლი „ენგური“, მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „სარვანი" და აშუღი –თინა ნარგალი.
დღის განმავლობაში საახალწლო სოფელს ესტუმრა თოვლის ბაბუა, რომელმაც პატარებს საჩუქრები დაურიგა და მხიარული გასართობი პროგრამა შესთავაზა. მხიარული განწყობის შესაქმენლად კულტურის ცენტრის ეზოში შეხვდებოდით ანიმატორებს, სპეცილაურად ბავშვებისათვის გაიხსნა ატრაქციონები, მოეწყო მხიარული სპორტული თამაშები და შეჯიბრებები. მეტი სილამაზისა და საახალწლო განწყობისათვის საბაშვო პროგრმა დასრულდა საპნის ფერადი ბუშტების გაშვებით.
საახალწლო პროგრამის ძირითადი ნაწილი 18:00 საათზე გალა–კონცერტით გაიხსნა. მაყურებლის წინაშე წარსდგნენ, როგორც ინდივიდუალური შემსრულებლები, ასევე სხვადასხვა მუსიკალური კოლექტივები, – მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული ბენდი, შაბან მამედოვი, ანარ ასკეროვი, მუვიდიგ გუსეინოვი, ეინარ ბალაქიშიევი და აისელ მამედოვა, ღონისძიების ბოლოს კი სცენა დაეთმობა ბენდ „TSU ART“–ს . ღონისძების მსვლელობისას მოეწყობა ცეცხლოვანი და საჰაერო შოუ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მოსულ მაყურებლებს, სიურპრიზის სახით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ გრანდიოზული გოზინაყით უმასპინძლა.