სიახლეები

მარნეულში საშობაო ალილოს საზეიმო მსვლელობა გაიმართა

07 იან, 2016

ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავად მარნეულში ტრადიციული ალილო გაიმართა.

ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავად მარნეულში ტრადიციული ალილო გაიმართა.

ალილოს მსვლელობა დღეს,  დღის 12:00 საათზე მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო, თეატრალიზებულ მსვლელობას ცხენზე ამხედრებული ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები და პატარები უძღვებოდნენ, მათ უკან  კი მწყემსები მოყვებოდნენ, რომლებიც ქრისტეს შობის მახარობლებს განასახიერებდნენ. მსვლელობაში მონაწილეობდნენ სასულიერო პირები, სტიქაროსნები და მარნეულში მცხოვრები  მოქალაქეები. ქრისტეს შობის მახარობლებმა, ალილოს მონაწილეებმა, საშობაო გალობის თანხლებით ნობათის შესაგროვებლად  ქალაქის ცენტრალური ქუჩები  ფეხით  მოიარეს , რომელთაც უკან ხარებშებმული ურემი მოჰყვებოდათ, სადაც გროვდებოდა  შესაწირი ნობათი,  რაც  შემდგომ  ქველმოქმედებას მოხმარდება.
საზეიმო მსვლელობაში  მონაწილეობა მიიღეს  მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად გამგეობის წინ გაჩერებულ ალილოს მონაწილეებს  ტკბილეულით, სურსათითა და სხვადასხვა სახის საჩუქრებით დატვირთულნი შეეგებნენ, გამგებლმა ხალხს ქრისტესშობის დღესასწაული მიულოცა და უფლის წყალობა უსურვა.
მსვლელობას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე  გიორგი უძღვებოდა. 
საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს, რომელიც უმნიშვნელოვანეს ტრადიციად ჩამოყალიბდა. მისი  მიზანია  ურთიერთდახმარება, ეს არის დღე,  როდესაც ერთდროულად ხარობს ცა და დედამიწა, დღე სიხარულისა, სიკეთისა  და საყოველთაო ქველმოქმედებისა.

 

 

სხვა სიახლეები