სადახლოში სასმელი წყლის დაქსელვითი სამუშაოები მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სადახლოს ადმინისტარაციული ერთეულის, სოფელ სადახლოში სასმელი წყლის დაქსელვითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის პირველი ეტაპი 2015 წელს წარმატებით დასრულდა. პროექტის ფარგლებში, სოფელი დაიქსელა ახალი პოლიეთილენის მილებით, რომლის სიგრძე შეადგენს 19 კმ–ს.

პროექტი დაფინანსებულია ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომლის ღირებულება შეადგენს 431 517 ლარს. პროექტის ფარგლებში დასაქმდა 30 ადამიანი. მიმდინარე წელს კი დაიწყო პროექტის მეორე ეტაპი. ჯამში მოეწყობა 35 კმ სიგრძის ახალი პოლიეთილენის მილები.
სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს ალგეთი.