სოფელ ხუტორ–ლეჟბადინში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ ხუტორ-ლეჟბადინში მდინარე ალგეთზე ხიდის სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ივლისის თვეში მომხდარი სტიქიის შედეგად მდინარე ალგეთის ადიდებამ გამოიწვია ხიდის სრული დაზიანება.

გასული წლის ნოებმერში ხიდის სრულყოფილი აღდგენისათვის მოხდა მისი დემონტაჟი, რომლის შემდგომაც დაიწყო ახალი ხიდის მშენებლობა.
პროექტი დაფინანსებულია ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომლის ღირებულებაა 107 000 ლარი. სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის თებერვალში. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 15 ადამიანი.
სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს ალგეთი.