სიახლეები

თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ კვლავ მარნეულშია

09 იან, 2016

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯმა“, დღეს 9 იანვარს, მარნეულში, უკვე რიგით მერვე უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯმა“, დღეს 9 იანვარს, მარნეულში, უკვე რიგით მერვე უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა.

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 55 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაეწიათ, სამომავლოდ კი საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს ჩაუტარდებათ ოპერაციები, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. 
კონსულტაციებისთვის და ოპერაციებისთვის პაციენტებს მოძრავი (მობილური) საოპერაციო კლინიკა ემსახურებოდა, რომელიც აღჭურვილია, როგორც დიაგნოსტიკური, ასევე საოპერაციო ბლოკით. 
მობილური კლინიკა განთავსებული იყო ქ. მარნეულში (გამგეობის შენობის ეზოში).
აქციის მსვლელობა მოინახულეს გამგებლის მოადგილეებმა თეიმურაზ ბერიძემ, ქამანდარ ისმაილოვმა და თვითმმართველობის სხვა თანამშრომლებმა.
შეგახსენებთ, რომ თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკის „ოფთალმიჯის“ მიერ უფასო სამედიცინო აქციები ქვემო ქართლის რწმუნებულის–გუბერნატორის ინიციატივითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით ტარდება.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცნო აქციები კვლავ გაგრძელდება.

სხვა სიახლეები