სიახლეები

საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონებს განვითარების შესახებ ძალაში შევიდა

13 იან, 2016

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 1582 დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 1582 დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს 2015 წლის 14 დეკემბერს წარუდგინა მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის პროექტი რომლის ჩამონათვალშიც მარნეულის მუნიციპალიტეტის 8 სოფელი, ულიანოვკა, ახკერპი, ჩანახჩი, ხოხმელი, ოფრეთი, ყუდრო, ჯანხოში და წერაქვი შევიდა.
აღნიშნული კანონი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშავა. 
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 2015 წლის 16 ივლისს მიიღო, რომელიც ძალაში 2016 წლის 1 იანვრს შევიდა.
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს მთის გაძლიერება წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით მაღალმთიანი რეგიონების მიმართ განხორციელებული მთავრობის პოლიტიკა გულისხმობს ქვეყნის რეგიონული განვითარეის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია საქართველოს მთელი ტერიტორიის თნაბარი სოციულურ - ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისაკენ და მაღალ მთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისაკენ. მთის კანონი ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუიით გარანტირებული მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ ეკონომიკური პროგრესის სტიმულირებისათვის შეღავათების განსაზღვრას, რომლებიც უზრუნველყოფს მაღლამთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ამაღლებას, დასაქმების ხელშეწყობას, სოციალურ და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანხმად, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა კრიტერიუმის (მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათვალისწინებით , მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევაში განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით , მაღამთიანი დასახლების სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე ქვევით მდებარე დასახლებასც მიენიჭოს.
კანონის თანახმად მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის დაწესდა რიგი სოციალური შეღავათები.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული კანონი მიღება ხელს შეუწყობს სხვადასხვა მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას. გაძლიერდება მთა და შეჩერდება მიგრაცია, რადგან მაღალმთიან რეგიონებში შემავალი სოფლები, დღეისთვის მოსახლეობის სიმცირით გამოირჩევა ხშირ შემთხვევაში კი მთლიანად დაცლილია. 
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ პირველად 1999 წელს მიიღეს. კანონმა ფუნქციონირება 2009 წელს შეწყვიტა.

სხვა სიახლეები