მარნეულში განახლებული მაგისტრის სასამართლოს შენობა გაიხსნა
2016 წლის 13 იანვარს, ქ.მარნეულში ნარიმანოვის ქ.#4– ში მარნეულის მუნიციპალიტეტში განახლებული მაგისტრი სასამართლოს შენობა ოფიციალურად გაიხსნა.
შენობა უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ გახსნა. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ მარნეულის მუნციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და წევრები; ასევე სასამართლოსა და მედიის წარმომადგენლები.აღსანიშნავია, რომ მარნეულის განახლებული მაგისტრი სასამართლოს შენობა აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, თანამედროვე საოფისე ავეჯითა და ინვენტარით. სასამართლოს, ასევე საკურიერო მომსახურების უზრუნველსაყოფად გადაეცა შესაბამისი ავტომობილები.მაგისტრატი მოსამართლის ინსტიტუტი შემოღებულ იქნა 2005 წელს დაწყებული სასამართლო რეფორმის ფარგლებში და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს მცირემნიშვნელოვანი დავების სწრაფად და გამარტივებულად განხილვა და გადაწყვეტა.მაგისტრატი მოსამართლეების სამოქმედო ტერიტორია და რაოდენობა განისაზღვრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. დღეის მდგომარეობით, არსებობს 24 გაერთიანებული რაიონული (საქალაქო) სასამართლო და 42 მაგისტრი მოსამართლე. {AG}2016.01.13-sasamartlo{/AG}