სახელმწიფო დროშის დღე – მარნეულში
საქართველოში დღეს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა. დროშის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართა. ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.
საქართველოში დღეს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა. დროშის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართა. ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.
13:00 საათზე მარნეულში სტუდენტები იუსტიციის სახლის ადმინისტრაციულ შენობებთან შეიკრიბნენ, სადაც სახელმწიფო დროშა აღმართეს, რის შემდეგაც პრეზიდენტის სასახლეში შეიკრიბებიან.
აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ დღისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დამზადდა სახელმწიფო დროშის ორიგინალი, რომელსაც საპატიო ყარაული სიმბოლურად პრეზიდენტის სასახლეზე აღმართავს, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, საგანგებოდ გამოყოფილ ადგილზე შეინახება.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში, საღამოს საზეიმო მიღება გაიმართება და სასახლეზე გადმოიფინება დროშები.
საზეიმო ღონისძიებაზე და მიღებაზე გამოფენილი იქნება პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ წარმოდგენილი შუა საუკუნეების (XIV-XVIსს) პორტოლანები, (საზღვაო რუკები) რომლებზეც საქართველო გამოსახულია ისტორიული ხუთჯვრიანი დროშით.
საქართველოს ახალი ხუთჯვრიანი დროშა, საქართველოს სახელმწიფო დროშად, 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი დაამტკიცა.
სწორედ ამ კანონის მიღების დღე, 14 იანვარი დადგინდა სახელმწიფო დროშის დღედ, თუმცა სახელმწიფო დროშის დღე, კანონის მიღების შემდეგ, მხოლოდ ერთადერთხელ, 2012 წელს აღინიშნა.
საქართველოს სახელმწიფო დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია მაცხოვარის და ოთხი მახარობელის სიმბოლური გამოსახულებაა.