სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტმა სამი ახალი ავტობუსი შეიძინა

16 იან, 2016

მარნეულის მუნციპალიტეტის თვითმმართველობამ სამი ახალი  HIGER BUS, KLQ6770G  მარკის  ავტობუსი შეიძინა. თითოეული ავტობუსი   გათვლილია 55 მგზავრზე.სამივე ავტობუსის ღირებულებამ ჯამში 444 000 ლარი შეადგინა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნა გამოყოფილი.

მარნეულის მუნციპალიტეტის თვითმმართველობამ სამი ახალი  HIGER BUS, KLQ6770G  მარკის  ავტობუსი შეიძინა. თითოეული ავტობუსი   გათვლილია 55 მგზავრზე.
სამივე ავტობუსის ღირებულებამ ჯამში 444 000 ლარი შეადგინა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნა გამოყოფილი.

ახალი ავტობუსები მგზავრებს კომფორტული გადაადგილების საშუალებას მისცემს. თითოეული მათგანი აღჭურვილია  ნახევრადრბილი  სავარძლებით, კონდიციონერით და 2 ვიდეომეთვალყურეობის კამერით, რომელიც მთლიანად აკონტროლებს სალონს. 
ავტობუსი აკმაყოფილებს ყველა იმ პირობას,  რაც მოქალაქეების კომფორტული გადაადგილებისთვის არის საჭირო.
აღსანიშნავია, რომ ახალი ავტობუსები დაათვალიერა გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლებს ხელმძღვანელ პირებთან და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად.

 

სხვა სიახლეები