მარნეულელ მოქალაქეებს უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწიათ
16 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და საქართველო– ისრაელის ერთობლი კლინიკა „გიდმედის“ ძალისხმევით, მარნეულელ მოსახლეობას, უფასო სამედიცინო გამოკვლევა– კონსულტაციები ჩაუტარდათ.
16 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და საქართველო– ისრაელის ერთობლი კლინიკა „გიდმედის“ ძალისხმევით, მარნეულელ მოსახლეობას, უფასო სამედიცინო გამოკვლევა– კონსულტაციები ჩაუტარდათ.
აქციის ფარგლებში დილიდან მთელი დღის განმავლობაში, ქალაქ მარნეულში მდებარე კლინიკა „პროფესორის“ შენობაში, „გიდმედის“ მაღალკვალიფიურმა ექიმებმა, მარნეულელ მოქალაქეებს, სხვადასხვა მიმართულების უფასო სამედიცინო მომსახურება გაუწიეს.
სამედიცინო აქციის მსვლელობას, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი მოადგილეებთან ერთად აკვირდებოდა.
კლინიკა „გიდმედის“ დირექტორის შალვა გაბადაძის განცხადებით, მსგავსი აქციები, მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით თვეში ორჯერ ჩატარდება.