სამუშაო შეხვედრა – მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონის შესახებ
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა – საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონებს განვითარების შესახებ.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა – საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონებს განვითარების შესახებ.
შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, გამგებლის მოადგილეები, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები, გამგეობის თანამშრომლები და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს მუნიციპალიტეტის მიერ, ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენისა და ფაქტობრივი ცხოვრების მონიტორინგის ინსტრუქციის გაცნობა წარმოადგენდა.
შეგახსენებთ, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 1582 დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს 2015 წლის 14 დეკემბერს წარუდგინა მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის პროექტი რომლის ჩამონათვალშიც მარნეულის მუნიციპალიტეტის 8 სოფელი, ულიანოვკა, ახკერპი, ჩანახჩი, ხოხმელი, ოფრეთი, ყუდრო, ჯანხოში და წერაქვი შევიდა.
კანონის თანახმად მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის დაწესდა რიგი სოციალური შეღავათები.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული კანონის მიღება ხელს შეუწყობს სხვადასხვა მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას. გაძლიერდება მთა და შეჩერდება მიგრაცია, რადგან მაღალმთიან რეგიონებში შემავალი სოფლები, დღეისთვის მოსახლეობის სიმცირით გამოირჩევა ხშირ შემთხვევაში კი მთლიანად დაცლილია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ პირველად 1999 წელს მიიღეს. კანონმა ფუნქციონირება 2009 წელს შეწყვიტა.
აღნიშნული კანონი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშავა.