მარნეულელ ახალგაზრდებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩაუტარდათ
21 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში, ქვემო ქართლში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლობისა და მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, მარნეულელ ახალგაზრდებს ჩაუტარდათ საინფორმაციო შეხვედრა.

საინფორმაციო შეხვედრის თემას წარმოადგენდა ნატო-ს როლი მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობა.
შეხვედრა კითხვა– პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც თითოეულ დაინტერესებულ ახალგაზრდას შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე, ამომწურავი პასუხი მიეღოთ.
შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც სისტემატურად გაიმართება.