ადრეული ინტერვენციის (ჩარევის) სერვისების განვითარება
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ორგანიზაციის „ბავშვი ოჯახი საზოგადოება“–ს ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე – ადრეული ინტერვენციის სერვისების განვითარება.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ორგანიზაციის „ბავშვი ოჯახი საზოგადოება“–ს ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე – ადრეული ინტერვენციის სერვისების განვითარება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადრეული ჩარევის ცენტრის პედაგოგები, ცენტრის ბენეფიციართა მშობლები, ასევე სპეციალური წარმომადგენლები საჯარო და არასამათავრობო სექტორიდან.
ღონისძიების ფარგლებში სპეციალისტებსა და საზოგადოების სხვა წევრებს შორის გაიმართა მსჯელობა, ადრეული ჩარევის სერვისების განვითარებისა და მდგომარეობის შენარჩუნების თაობაზე.
ღონისძიებაზე ერთ –ერთი საკითხი გახლდათ სოფელ ყიზილაჯილოში სენსორული პრობლემების მქონე ბავშვთა ადრეული ჩარევის ცენტრის სამომავლოდ წარმატებული ფუნქციონირებისთვის არსებული პრობლემები, გამოწვევები და რეკომენდაციების შემუშავება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია, სადაც მშობლებს, ადრეული ჩარევის ცენტრის პედაგოგებს, ასევე წარმომადგენლებს საჯარო და არასამათავრობო სექტორიდან საშუალება მიეცათ დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად, ადრეული ინტერვენციის პროგრამას რამდენიმე ორგანიზაცია ახორციელებს, მათ შორის არის სოფელ ყიზილაჯილოში „კითხვა უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში „ბავშვი ოჯახი საზოგადოების“ ბაზაზე არსებული, სენსორული პრობლემების მქონე ბავშვთა ადრეული ჩარევის ცენტრი. ადრეული ჩარევის ცენტრი თვეებია წარმატებით ფუნქციონირებს და იგი ამერიკის განვითარების სააგენტოს, USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანს წარმოადგენს მხედველობისა და სმენის პრობლემების მქონე ბავშვთათვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა თანამედროვე მიდგომების დამკვიდრების გზით.