პროგრამის „მომავლის თაობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიამრთა
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავალის თაობა“-ს შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც ჩატარდა „სიქას“ (საგანამანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია) ორგანიზებითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავალის თაობა“-ს შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც ჩატარდა „სიქას“ (საგანამანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია) ორგანიზებითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით.
ღონისძიების ფარგლებში პროგრამის დირექტორმა ქვემო ქართლში, წარადგინა 2015 წლის ივლისი–დეკემებრში ქვემო ქართლში მიღწეული შედეგები. შეხვედრაზე სამიზნე სკოლების აქტიურმა მოსწავლეებმა აუდიტორიას მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო აქტივობები გააცნეს.
სკოლების წახალისების მიზნით დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯევებული სამოქალქო კლუბები, სკოლები, მოსწავლეები, სამოქალქო კლუბის ხელმძღვანელები და სკოლის დირექტორები.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციას პროგრამა „მომვალის თაობის“ ფარგლებში ეფექტური თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პროგრამის სამიზნე სკოლების დირექტორები, მასწავლებელები, მოსწავლეები, მარნეულის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პროგრამის ხელმძღვანელები.
პროგრამის „მომავლის თაობა“-ს მიზანია, სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამების გაუმჯობესების გზით, სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო გააქტიურება.
პროგრმა ხოციელდება საქართველოს 11 რეგიონის 482 სკოლაში. ქვემო ქართლიდან პროგრამაში ჩართულია 55 სკოლა. პროგრამას აფინანსებს USAID – აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ახორცილებს PH International, მხარს უჭერს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო.
სიქა –საგანმანათელბლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიოს ორგანიზაციას ქვემო ქართლის რეგიონში