სიახლეები

მარნეულელ ახალგაზრდებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩაუტარდათ

26 იან, 2016

დღეს, 26 იანვარს გამგეობის მცირე საკონფერენციო დარბაზში ქვემო ქართლში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლობისა და მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, მარნეულელ ახალგაზრდებს რიგით მესამე საინფორმაციო შეხვედრა ჩაუტარდათ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირისა და ნატოს შესახებ გავრცელებულ მითებსა და რეალობას, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმდინარეობას და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ამ პროცესების მოსალოდნელ დადებით შედეგებს. ახალგაზრდებს, ასევე, მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ევროპაში მოსალოდნელი უვიზო მიმოსვლის შესახებ. 
შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო , ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე, ამომწურავი პასუხი მიეღოთ.
შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

სხვა სიახლეები