სამუშაო შეხვედრა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებთან
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ქვემო ქართლის რეგიონული სასწავლო ცენტრების კოორდინატორს მერაბ გოგონაძეს შეხვდნენ.

შეხვედის ძირითად თემას მარნეულის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების საჭიროების საკითხები წარმოადგენდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმებს, სადაც დეტალურად განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირთა, აღნიშნულ სკოლაში კვალიფიკაციის ასამაღლებელი დარგობრივი კურსების გავლის შესაძლებლობაც.