გერმანიის ელჩის ვიზიტი მარნეულში
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტს, გერმანიის ელჩი საქართველოში ბეტინა კადენბახი სტუმრობდა, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგებელს მერაბ თოფჩიშვილს შეხვდა.ელჩის სტუმრობის მიზანს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაცნობა წარმოადგენდა.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტს, გერმანიის ელჩი საქართველოში ბეტინა კადენბახი სტუმრობდა, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგებელს მერაბ თოფჩიშვილს შეხვდა.
ელჩის სტუმრობის მიზანს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაცნობა წარმოადგენდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე.
ელჩმა აღნიშნა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტისა და ზოგადად რეგიონის შესახებ ინფორმაციას გერმანიაში შესაბამის სამინისტროებს გადასცემს, რომლებიც რეგიონისთვის საჭიროებების გათვალისწინებით დახმარების გაწევას შეეცდებიან.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ელჩი აგრეთვე შეხვედა KfW-ს (KfW გერმანიის მთავრობის საკუთრებაში არსებული განვითარების ბანკი) წარმომადგენლებს მარნეულში და გაემგზავრა სოფელ კირიხლოში, სადაც მოინახულა KfW-ს მიერ გაცემული კრედიტით დაარსებული ნიატ კურბანოვის საწარმო.
ელჩი ქვემო ქართლის რეგიონში ვიზიტს ხვალ, მხარის გუბერნატორთან შეხვედრით დაასრულებს.