საინფორმაციო შეხვედრა „პერინატოლოგიის“ წარმომადგენლებთან
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, ასოციაცია „პერინატოლოგიის“ წარმომადგენლება, პროექტ „ცისკარის“ (ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობის გლობალური სტრატეგია) ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, ასოციაცია „პერინატოლოგიის“ წარმომადგენლება, პროექტ „ცისკარის“ (ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობის გლობალური სტრატეგია) ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ, გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ასევე ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გუბერნატორის მოადგილე რამინ ისმაილოვი, ქვემო ქართლის რეგიონში დასაქმებული ოჯახის ექიმები, ქალთა კონსულტაციების (კაბინეტების) და სამშობიარო სახლების მეან-გინეკოლოგები;
შეხვედრის მიზანს სამხარეო და ადგილობრივი მმართველობის და კერძო აკადემიური პარტნიორობით, რეგიონში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის ზრუნვა, რეგიონში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და უახლესი ცოდნით აღჭურვა წარმოადგენდა ;
დამსწრე აუდიტორისათვის ცნობილი გახდა ორსულთა, მშობიარეთა, მელოგინეთა და ახალშობილთა პატრონაჟის თანამედროვე ასპექტები, არსებული სიტუაცია, პრობლემები, მათი გადაჭრის გზები, უახლესი ტენდენციები მეანობასა და პერინატოლოგიაში ორსულთა მეთვალყურების კუთხით;
შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა ააიპ (კავშირი) „პერინატოლოგიის“ თავჯდომარე მედიცინის დოქტორი ზაზა სინაურიძე, რომელმაც პროექტ „ცისკარის“ (ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობის გლობალური სტრატეგია) შესახებ ისაუბრა, როგორც საერთაშორისო ზრუნვის ახალი გლობალური სტრატეგიის ნაწილზე და ყურადღება გაამახვილა თემაზე – “მემკვიდრეობითი დაავადებები და მათი დროული აღმოჩენის“. აუდიტორიის წინაშე წარდგნენ ასოციაცია „პერინატოლოგის“ სხვა წარმომადგენლებიც , რომელთაც გააკეთეს მოხსენება ისეთ თემებზე როგორიც არის: „ნაყოფის გენეტიკური და რუტინული ულტრასონოგრაფიული კვლევა“, „მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობა: თანამედრევე ხედვა“.
აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო შეხვედრები „პერინატოლოგიის“ წარმომადგენლებმა პირველად ქვემო ქართლიდან დაიწყეს. პროექტ „ცისკარის“ ფარგლებში იგეგმება მცირე საინფორმაციო კონფერენციები და სამედიცინო პერსონალისთვის უახლესი მონაცემების რეგულარული განახლება, რომელიც პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და საქართველოს ყველა რეგიონში მოეწყობა.