გამგებელი ალგეთის მოსახლეობას შეხვდა
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ალგეთის ტერიტორიულ ერთეულს სტუმრობდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ალგეთის ტერიტორიულ ერთეულს სტუმრობდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრის ძირითად საკითხებს, მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების მიმოხილვა და მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროექტების გეგმის გაცნობა წარმოადგენდა.
გამგებელი შეხვედრაზე შეკრებილ მოქალაქეებს, თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.