მარნეულში რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი გაიხსნა
დღეს ქალაქ მარნეულში, ერეკლე II-ს ქუჩის №2–ში, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი ოფიციალურად გაიხსნა.
დღეს ქალაქ მარნეულში, ერეკლე II-ს ქუჩის №2–ში, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი ოფიციალურად გაიხსნა.
აღნიშნული დარბაზის რეკონსტრუქცია ევროპაში აშშ–ის სპეციალური ოპერაციების სარდლობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის, აშშ–ის საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა – ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ხალხთა მეგობრობის აღსანიშნავად.
დარბაზის გახსნის ცერემონიას, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, აშშ–ს საელჩოს წარმომადგენლები, ევროპაში აშშ–ის სპეციალური ოპერაციების სარდლობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის თანამშრომლები, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელები და ადგილობრივი სპორტსმენები ესწრებოდნენ.
ქალაქ მარნეულის გარდა, მსგავსი პროექტები სოფელ კაჩაგანსა და კასუმლოშიც განხორციელდა.