მარნეულში „თანამედროვე ჟურნალისტიკის განვითარების პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართა
დღეს, გამგეობაში სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის წარმომადგენლებმა „თანამედროვე ჟურნალისტიკის განვითარების პროგრამის“ პრეზენტაცია გამართეს.
დღეს, გამგეობაში სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის წარმომადგენლებმა „თანამედროვე ჟურნალისტიკის განვითარების პროგრამის“ პრეზენტაცია გამართეს.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პრეზენტაციაზე პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრეს.
საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ გამგეობის თანამშრომლები ადგილობრივი ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალიტები და სხვა დაინტერესბული პირები.
ორგანიზაცია პროექტ „თანამედროვე ჟურნალისტიკის განვითარების პროგრამ“-ის ფარგლებში თერთმეტ ქალაქში (ზუგდიდი, წალენჯიხა, ფოთი, მარნეული, რუსთავი, ბოლნისი, გორო, ხაშური, ბორჯომი, ახალქალაქი და ახალციხე.) დასაქმებულ 30 ჟურნალისტს გადაამზადებს, რომლებსაც კვალიფიციური ტრენერების მიერ ტრენინგები ჩატარდება ინტერვიუს, ანონსის, პრეს-რელიზისა და ახალი ამბების მომზადების სპეციფიკაში, ლიბერალიზმის ფუნდამენტურ პრინციპებისა და სამართლებრივი ტერმინოლოგიის შესწავლის მიმართულებით.
აღნიშნული ტრენინგების ლოკაციის ადგილათ განსაზღვრულია შემდეგი სამი ქალაქი: ზუგდიდი, გორი და ახალქალაქი.
„ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ, თითოეულ რეგიონში დატრენინგებულ პირებს დაევალებათ ათი დღის განმავლობაში 5 ახალი ამბისა და 2 სტატიის მომზადება,რის შემდეგაც თითოეულ რეგიონში სამი საუკეთესო სტატიისა და ახალი ამბის ავტორი შეირჩევა, რომლებიც პროექტის დასრულებამდე მოამზადებენ სხვადასხვა თემებზე საინტერესო სტატიებსა და ახალ ამბებს, მომზადებული თემები განთავსდება ანალიტიკური საინფორმაციო სააგენტო www.mediaclub.ge -ზე.
საქართველოში „თანამედროვე ჟურნალისტიკის განვითარების პროგრამა“ „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის წარმომადგენლობა საქართველო“-ს მხარდაჭერით ხორციელდება.