გამგეობის თათბირი - 16.02.2016
16 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა მოადგილეებთან ზაურ ტაბატაძესთან, თემურ ბერიძესთან და ქამანდარ ისმაილოვთან ერთად გაფართოებული სამუშაო თათბირი ჩაატარა, რომელსაც გამგეობის სამსახურის უფროსები, განყოფილების უფროსები და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
16 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა მოადგილეებთან ზაურ ტაბატაძესთან, თემურ ბერიძესთან და ქამანდარ ისმაილოვთან ერთად გაფართოებული სამუშაო თათბირი ჩაატარა, რომელსაც გამგეობის სამსახურის უფროსები, განყოფილების უფროსები და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თათბირზე, კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელებიც გამგეობის კომპეტენციის ფარგლებში წყდება.
გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, გამგებლის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხალხთან მჭიდრო კავშირისა და სოფლებში ლოკალური პრობლემების მყისიერი მოგვარების მიზნით, დაავალა, რომ სოფლებში არსებული და მოსაგვარებელი პრობლემები ადგილზევე შეისწავლონ და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს მიაწოდონ.
გამგებელმა შეხვედრაზე მყოფ ყველა წარმომადგენელს მოუწოდა, რომ ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართულნი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ დაგეგმილი პროცედურების განხორციელებაში, რაც სოფლის კრებების გამართვასა და ამ კრებების მიხედვით პრიორიტეტული პროექტების განსაზღვრას გულისხმობს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა ლერი ფანგანმა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
თათბირზე ყურადღება გამახვილდა მთავრობის მიერ ინიცირებულ „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების ბარათებით ბენეფიციართა დაკმაყოფილების საკითხზეც, სადაც დეტალურად განიხილეს „აგრო ბარათების“ დარიგებისა და გამოყენების მიზნით განხორციელებული პროცედურები.
თათბირს სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ეთერ ლაფერაძე ესწრებოდა, რომელმაც სეზონთან დაკავშირებულ გრიპებსა და ვირუსულ დაავადებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრი გავრცელებული ვისურებისა და გრიპების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების კუთხით მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს.
თათბირზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემო ქართლის სამმართველოს წარმომადგენლებიც, რომელთაც სოფლის მეურნეობის დარგში დანერგილ ნოვაციებსა და ახალ პრექტებზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს თათბირის დამსწრეებს.