სიახლეები

მარნეულში ახალი ბიბლიოთეკის განვითარების საჯარო განხილვა მოეწყო

18 თებ, 2016

დღეს, 18 თებერვალს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და გამგეობის ორგანიზებით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკის განვითარების გეგმის საჯარო განხილვა.

დღეს, 18 თებერვალს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და გამგეობის ორგანიზებით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკის განვითარების გეგმის საჯარო განხილვა.

საჯარო განხილვაში მონაწილეობა მიიღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ  თოფჩიშვილმა, გამგეობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა, სკოლის მოსწავლეებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.
შეხვედრაზე გამგეობამ შეკრებილ აუდიტორიას  მცირე პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც ასახული იყო, თუ რა ახალ სერვისს სთავაზობს ადგილობრივი თვითმმართველობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ასევე ბიბლიოთეკის განვითარების  დეტალური გეგმა, სამომავლო პერსპექტივები და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი ასპექტი. ასევე   ახლაგაზრდება, გენდერული კლუბის წარმომადგენლებმა და არასამთავრობო სექტორმა,  გამგებელს პრეზენტაციის სახით წარუდგინეს თავიანთი ხედვები და რეკომენდაციები ბიბლიოთეკის მომავალი განვითარების და გამართულად ფუნქციონირების  შესახებ.
შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც დამსწრე აუდიტორიას შეეძლო ნებისმიერ მათთვის საინტერესო  კითხვაზე  მიეღო  სრული და ამომწურავი პასუხი. 
შეხვედრის ბოლოს გამგებელმა,  მადლობა გადაუხადა  ყველა დამსწრეს და დაპირდა მათი მოსაზრებების მაქსიმალურ გათვალისწინებას,  ბიბლიოთეკის განვითარების გეგმაში.

სხვა სიახლეები