სამუშაო შეხვედრა კავშირი „ბავშვი ოჯახი საზოგადოება“–ს წარმომადგენლებთან
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, ორგანიზაცია „ბავშვი ოჯახი საზოგადოება“–ს წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის ძირითად თემას, სოფელ ყიზილაჯლოში სენსორული პრობლემების მქონე ბავშვთა ადრეული ჩარევის ცენტრის სამომავლოდ წარმატებული ფუნქციონირებისთვის, უერთიერთთანამშრომლობის საკითხებს შეეხებოდა.

გამგებელმა, ორგანიზაციის წარმომადგენლებს აღნიშნული ცენტრის უკეთ ფუნქციონირებისათვის, კომპეტენციის ფარგლებში, სრული მხარდაჭერა აღუთქვა. აღსანიშნავია, რომ ამჟამად, ადრეული ინტერვენციის პროგრამას რამდენიმე ორგანიზაცია ახორციელებს, მათ შორის არის სოფელ ყიზილაჯლოში „კითხვა უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში „ბავშვი ოჯახი საზოგადოების“ ბაზაზე არსებული, სენსორული პრობლემების მქონე ბავშვთა ადრეული ჩარევის ცენტრი. ადრეული ჩარევის ცენტრი თვეებია წარმატებით ფუნქციონირებს და იგი ამერიკის განვითარების სააგენტოს, USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანს წარმოადგენს მხედველობისა და სმენის პრობლემების მქონე ბავშვთათვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა თანამედროვე მიდგომების დამკვიდრების გზით.