შეხვედრა ადრეული ჩარევის ცენტრის ბენეფიციართა მშობლებთან
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს ადრეული ჩარევის ცენტრში ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“–ს წარმომადგენლებმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, თეიმურაზ ბერიძემ სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე სენსორული პრობლემების მქონე ბენეფიციარების მშობლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს ადრეული ჩარევის ცენტრში ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“–ს წარმომადგენლებმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, თეიმურაზ ბერიძემ სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე სენსორული პრობლემების მქონე ბენეფიციარების მშობლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე, საუბრის ერთ–ერთი თემა ეხებოდა შშმ პირების პრობლემებს. შეხვედრის ორგანიზატორებმა მშობლებს გააცნეს ცენტრის ფუნქციები, მუშაობის მეთოდიკა და სამომვალო გეგმები.
ცენტრში ამჟამად 10 შშმ ბავშვი სწავლობს, რომლებიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან ცხოვრობენ (თაზაქენდი, აღმამედლო, ულაშლო, ქურთლიარი, ყიზილაჯლო და მარნეული). აღსანიშნავია, რომ ცენტრის გამართულად ფუნქციონირების საქმეში და სენსორული პრობლემების მქონე ბავშვთა ინტეგრირების პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა, რომლის დახმარებითაც ცენტრის მოსწავლეთა რიცხვი 25–მდე გაიზრდება. ხოლო იმ ოჯახებისთვის, რომელთაც ცენტრში ბავშვები სხვადასხვა სოფლებიდან დაჰყავთ თვითმმართველობა ტრნსპროტირებას უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ ცენტრის ლოგოპედები კვირაში 2–ჯერ შშმ პირთა ოჯახში მიდიან და ეხმარებიან მშობლებს. სპეციალისტი ასევე წერს პროგრამას მშობლებისათვის, თუ როგორ უნდა გაზარდონ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები.
ასვე, ცენტრში მუდმივად მიმდინარეობს სპეციალისტების კავლიფიკაციის ამაღლებზე ზრუნვა, უკვე ერთი თვეა უკრაინელი ოტოლარინგოლოგიის სპეციალისტი, ნინა შეფელენკო სპეციალისტების გადამზადებაზე ზრუნავს.
შეგახსენებთ, რომ ადრეული ინტერვენციის პროგრამას რამდენიმე ორგანიზაცია ახორციელებს, მათ შორის არის სოფელ ყიზილაჯლოში „კითხვა უკეთესი მომავლისთვის“ პროგრამის ფარგლებში „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ ბაზაზე არსებული სენსორული პრობლემების მქონე ბავშვთა ადრეული ჩარევის ცენტრი. ადრეული ჩარევის ცენტრი თვეებია წარმატებით ფუნქციონირებს და იგი ამერიკის განვითარების სააგენტოს, USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანს წარმოადგენს მხედველობისა და სმენის პრობლემების მქონე ბავშვთათვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა თანამედროვე მიდგომების დამკვიდრების გზით.