შეხვედრა სასმელი წყლის ქსელების რეაბილიტაციის პროექტის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, გამგებელის მოადგილე ზაურ ტაბატაძე და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო ორგანიზაცია “NDS Charities” წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის თემას მარნეულის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში, სასმელი წყლის შიდა ქსელების რეაბილიტაციის პროექტების განხორციელების გზების განხილვა წარმოადგენდა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებს შორის მიღებული იქნა გადაწყვეტილებამ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად არასამთავრობო ორგანიზაცია გრანტის სახით, საჭირო თანხის 85%, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობა 15 %–ს გამოყოფს.
სასმელი წყლის შიდა ქსელების რეაბილიტაციის პროექტი ოთხ სოფელს მოიცავს, ესენია: დამია,თაზაკენდი, ბეგლიარი და კიროვკა.
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, სამუშაო ჯგუფის მიერ ოთხივე სოფელში, ადგილზე იქნა სიტუაცია შესწავლილი, რის საფუძველზეც შემუშავდა მუშა ნახაზები და ესკიზები.
ამ ეტაპზე ადგილობრივი თვითმმართველობა, პროექტის დაფინანსების თაობაზე, ელოდება პასუხს, დონორი ორგანიზაციის მხრიდან.