სადახლოში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში 150 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე ტიპის საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში 150 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე ტიპის საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
16 თებერვალს, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე პირადად გაეცნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველი მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი, და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 648 499 ლარია, 2015 წლის 4 დეკემბერს დაიწყო და 2016 წლის ნოემბერში დასრულდება.
საბავშვო ბაღი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით შენდება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების პროცესში 40 ადამიანია დასაქმებული.