სიახლეები

ანსამბლი „ენგური“ სტუმრად საქართველოს პარლამენტის შენობაში

24 თებ, 2016

23 თებერვალს,  მარნეულის „კულტურის ცენტრთან“ არსებული ბავშვთა ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ენგური“  სტუმრად იმყოფებოდა  თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში, სადაც   შეხვედრა გაიმართა  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე  გიორგი ვოლსკთან  და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან  თეიმურაზ ჭკუასელთან.

შეხვედრას ანსამბლის წევრებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი,  არასამთვრობო ორგანიზაცია „ქალთა თანადგომის“ წარმომადგენლები და მარნეულის კულტურის სახლის ხელმძღვანელი  ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ანსამბლი „ენგური“ 2016 წლის თებერვალში, ესპანეთში გამართულ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე “Folk Festival in Catalonia”, გრან-პრის მფლობელი გახდა.
შეხვედრაზე საქართველოში ეროვნებათაშორის ურთიერთობების და ხალხთა მეგობრობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თეიმურაზ ჭკუასელმა აღნიშნა, განსაკუთრებით სასიამოვნო და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ანსამბლის წევრების უმრავლესობა აზერბაიჯანელი ეროვნების ბავშვები არიან, ასევე ანსამბლში ირიცხებიან სომეხი და ქართველი ბავშვებიც. 
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ანსამბლის წევრებს წარმატება მიულოცა და ქალაქ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა თანადგომას“ ანსამბლ „ენგურის“ ესპანეთში გამგზავრების ორგანიზებისთვის და საქართველოს სამეფო სახლის მეთაურს, დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონს პროექტის განხორციელების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 
შეხვედრაზე ანსამბლს სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა. სტუმრებისთვის პარლამენტის შენობაში საექსკურსიო ტური მოეწყო.

სხვა სიახლეები