სიახლეები

შეხვედრა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში

24 თებ, 2016

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარნეულს წელს 2 176 745 ლარი გამოეყო

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარნეულს წელს 2 176 745 ლარი გამოეყო

დღეს, გამგეობაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების სამმართველოს უფროსი გიორგი ცინცაძე იმყოფებოდა, რომელიც გამგებელს მერაბ თოფჩიშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს ნაბი აბდულაევს, გამგებლის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
შეხვედრის თემას, 2016 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შემუშავებისა და პროგრამით გათვალისწინებული თანხის ათვისების პროცედურების განხილვა წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ წელს მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის, ცენტრალური ბიუჯეტიდან აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად გამოყოფილია 2 176 745 ლარი, რაც შარშანდელთან შედარებით 177 292 ლარითაა გაზრდილი.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პროექტების განსახორციელებლად, პრიორიტეტების გამოკვეთის მიზნით, სოფლის კრებები წინასწარ განსაზღვრული გეგმა – გრაფიკის მიხედვით გაიმართება, რის შესახებაც მოსახლეობას დაწვრილებითი ინფორმაცია ეცნობება.

სხვა სიახლეები