სიახლეები

სოფელ მეორე ქესალოში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

25 თებ, 2016

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მე–2  ქესალოში, მდინარე მტკვარზე,  ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მე–2  ქესალოში, მდინარე მტკვარზე,  ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.

ვინაიდან, მდინარე მტკვირს ადიდების შედეგად  იტბორებოდა, მდინარესთან  არსებული ფერდობი, საკარმიდამო ნაკვეთები და იქმნებოდა სიცოცხლისთვის საშიში საფრთხე, ადგილობრივი თვითმმართველობის ძალისხმევით დაიგეგმა აღნიშნული პროექტი,   რომლის განხორციელების შედეგად, მდინარე მტკვართან არსებული ფერდობი დაცული იქნება ჩარეცხვისაგან და  უზრუნველყოფილი იქნება  ფერდობის თავზე განთავსებული საკარმიდამო ნაკვეთის უსაფრთხოება.  
ამჟამად მიმდინარეობს ნაპირის გამაგრება ქვიშა–ხრეშოვანი ნარევით და ბაზალტის ლოდებით, რომელიც დაეწყობა „პიონერული“ მეთოდით.
ნაპირსამაგრი  ნაგებობის  საერთო სიგრძე  შეადგენს 570 მეტრს.
პროექტი დაფინანსებულია ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომლის ღირებულება  344 999 ლარს შეადგებს.
სამუშაოები დაიწყო 2016  წლის 27 იანვარს და დასრულება მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს.  სამუშაოებს, ასრულებს შპს „გალაქტიკა“.
დასაქმებულია 15 ადამიანი.

სხვა სიახლეები