სიახლეები

მარნეულში ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

25 თებ, 2016

დღეს, 25 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

დღეს, 25 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების მიზანს, 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ოკუპაციის დაგმობა და ამ დღეს დაღუპული გმირების გახსენება წარმოადგენდა.
ღონისძიება გაიხსნა წუთიერი დუმილით, ოკუპაციის მსხვერპლთათვის პატივის მისაგებად, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსნეს ამ დღის ტრაგიკული მოვლენები. ახალგაზრდებმა ლექსებით და სიმღერებით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
ღონისძიების ფარგლებში გამოფენილი იქნა ფოტო-მასალები, რომელიც ყველაზე ტრაგიკულ თარიღს, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ, საქართველოს ოკუპაციას უკავშირდება. ასევე მოეწყო მოსწავლეების მიერ ამ დღისადმი მიძღვნილი ნახატების გამოფენა.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები, ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ. 
დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაუშვეს.
25 თებერვალი, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით საბჭოთა ოკუპაციის დღედაა გამოცხადებული.
ყოველი წლის 25 თებერვალს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ეშვება საქართველოს სახელმწიფო დროშები და ცხადდება წუთიერი დუმილი, ოკუპაციის მსხვერპლთათვის პატივის მისაგებად.

სხვა სიახლეები