შეხვედრა პროექტ „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ ფარგლებში
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, პროექტ „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ მონაწილე ერთ-ერთი გუნდის წევრებს შეხვდა, რომელთაც, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის, სამუშაოდ, მარნეულის მუნიციპალიტეტი შეარჩიეს.

შეხვედრა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, ემსახურებოდა თვითმმართველობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა მიმართულების პროექტების მიმოხილვას, არსებული რეალობის და სამომავლო გეგმების გაცნობას.
გარდა თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრებისა, პროექტში ჩართული გუნდი მოსახლეობაშიც მოაწყობს გასვლით შეხვედრებს, პროექტით გათვალისწინებული კვლევების ჩატარების მიზნით.
პროექტის დასრულების შემდეგ კი შემუშავდება ანალიტიკური დოკუმენეტი „მარნეულის მუნიციპალიტეტის პრობლემებისა და საჭიროებების“ შესახებ, რაც ხელს შეუწყობს თვითმმართველობის მხრიდან მყისიერ რეაგირებას სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.