სემინარი თემაზე – სახიფათო ნარჩენები
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში, პროექტ „დავასუფთაოთ საქართელო – ფაზა III“- ის ფარგლებში პროგრამა – „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“–ს წარმომადგენლებმა სემინარი გამართეს.

სემინარს, რომლის მიზანს წარმოადგენდა მოქალაქეების გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდა სახიფათო ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემცირებისთვის, – ესწრებოდნენ მუნიციპალური დაწესებულებების წარმომადგენლები, საჯარო სკოლის დირექტორები და თემით დაინტერესებული ადგილობრივი მოსახლეობა.
სემინარზე, მომხსენებლებმა განმარტეს თუ რას ნიშნავს – „სახიფათო ნარჩენი“, რა საფრთხეს შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოსათვის და როგორ უნდა მოვიქცეთ საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში.
სემინარის დასკვნითი ნაწილი კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც აღნიშნული თემის ირგვლივ ამომწურავად იქნა განმარტებული დამსწრეთათვის საინტერესო საკითხები.