შეხვედრა მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონის მეფუტკრეებთან და მეფუტკრეობით დაინტერესებულ პირებთან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტანტინე ხუცაიძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანს მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის პირობების გაცნობა წარმოადგენდა, რომლით სარგებლობის შემთხვევაში მეფუტკრეთა კოოპერატივებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში შეექმნებათ მუშაობისთვის შესაბამისი პირობები და ისარგებლებენ რიგი შეღავათებით. პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში კოოპერატივებს გადაეცემათ სკები: ხის (რუტის ან/და დადანის ) ან/და პენოპოლისტიროლის სკები ღირებულების 30%–ად, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივებს ასევე გადაეცემათ 12 ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი), 2200 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ავზები.
აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს ფუტკრის პროდუქტების ხარისხის და რაოდენობის ზრდას.
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დისტანციურად, სააგენტოს ვებ–გვერზე (WWW.ACDA.GOV.GE) 29 თებერვალს დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.