სიახლეები

მარნეულში „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის“ შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

02 მარ, 2016

დღეს, 2 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის შესახებ პრეზენტაცია გამართა.

დღეს, 2 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის შესახებ პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციას უძღვებოდა რეგიონული განვითარების ასოციაციის (RDA) ბიზნესის განვითარების მენეჯერი ქვემო-ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ილია გოგოლაძე.  
საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ გამგებლის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულში. 
პრეზენტაციის ფარგლებში გამგებლის წარმომადგენლებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია პროგრამაში ჩართვისა და განხორციელების ყველა ეტაპის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონის მოსახლეობას კვლავ შეუძლია წარადგინოს საკუთარი ბიზნეს იდეა ვებ-გვერდის მეშვეობით www.qartuli.ge და ჩაერთოს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან 5 000 დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსების გაცემას გულისხმობს და წარმოადგენს ბიზნესის განვითარების კარგ შესაძლებლობას. ბიზნეს იდეის წარდგენა შესაძლებელია 2016 წლის 31 მარტამდე.
მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები ერთი თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში ჩატარდება.

სხვა სიახლეები