მარნეულში ომში დაღუპული გმირების დედებსა და უხუცეს დედებს დედის დღე მიულოცეს
დღეს, 3 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ნაბი აბდულაევმა, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების დედებსა და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უხუცეს დედებს დედის დღე მიულოცეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები მათ სახლში ესტუმრნენ და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცეს.
დედის დღე საქართველოში,1991 წლიდან აღინიშნება, რომელიც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა და უკვე 25 წელია ამ დღეს მთელი საქართველო ზეიმობს. სამი მარტი ოფიციალურად დასვენების დღედაა გამოცხადებული.