სიახლეები

სოფელ ლეჟბადინში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

04 მარ, 2016

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინში, რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა.საჯარო სკოლას სარეაბილიტაციო სამუშაოები ნავთობკომპანია “SOCAR”-ის ფინანსური მხარდაჭერით ჩაუტარდა.

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინში, რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა.
საჯარო სკოლას სარეაბილიტაციო სამუშაოები ნავთობკომპანია “SOCAR”-ის ფინანსური მხარდაჭერით ჩაუტარდა.

სკოლის საზეიმო გახსნის ცერემონიალს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, პარლამენტის დეპუტატი მახირ დარზიევი, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, ნავთობკომპანია „SOCAR“-ის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, SOCAR Energy ჯორჯიას გენერალური დირექტორი მახირ მამედოვი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიების მსვლელობისას, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ხაზი გაუსვეს ნავთობკომპანია „SOCAR“–ის მუდმივ მხარდაჭერას, რისთვისაც მადლობა გადაუხადეს კომპანიის ხელმძღვანელობას.
აღსანიშნავია, რომ სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლაში 122 მოსწავლე სწავლობს და 33 პედაგოგია დასაქმებული.

 

 

სხვა სიახლეები