სიახლეები

პროგრამა „მომავლის თაობა“–ს შუალედური შემაჯამებელი შეხვედრა

04 მარ, 2016

დღეს, 4 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში, სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“–ს შუალედური შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

დღეს, 4 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში, სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“–ს შუალედური შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნულ შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ, პროგრამის სამიზნე სკოლები, პროგრამის ხელმძღვანელები, გამგეობის წარმომადგენლები და ადგილობრივი ორგანიზაციების წევრები, სადაც მოსწავლეებმა დამსწრე აუდიტორიას პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები გააცვნეს.
სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და მასში ჩართულიაა ხუთასამდე კერძო და საჯარო სკოლა, მათ შორის მარნეულის მუნიციპალიტეტის თოთხმეტი სკოლა, რომლებიც პროგრამაში აქტიური მუშაობით გამოირჩევიან.
პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.

სხვა სიახლეები