სიახლეები

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

05 მარ, 2016

4 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ბერიძე და ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი დავით ხარშილაძე მარნეულის მუნიციპალიტეტის ყულარის ტერიტორიული ერთეულის სოფელ ყულარში, ზემო ყულარში, ქვემო ყულარსა და სოფელ კირიხლოში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობას შეხვდნენ.

საუბარი შეეხო, სოფლის პრიორიტეტების განსაზღვრასა და შესაბამისი პროექტების შერჩევას. 
მოსახლეობამ ძირითადი აქცენტები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე გააკეთა. სოფლის კრებაზე სოფელ ყულარის მაცხოვრებლებმა 500 მეტრიანი ახალი სარწყავი არხის მშენებლობა და უკვე არსებული სარწყავი არხის გაწმენდა ითხოვეს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზემო ყულარის მოსახლეობამ პრიორიტეტად ასევე 1 კილომეტრიანი სარწყავი არხის მშენებლობა და სოფლის შიდა გზების მოხრეშვა დაასახელა. ხოლო, სოფელ ქვემო ყულარის მოსახლეობის სოფლის ინფრასტრუქტურულ პრიორიტეტულ პროექტს - უკვე არსებული მინი სტადიონის რეაბილიტაცია წარმოადგენს, რაც მის შემოღობვას ითვალისწინებს; რაც შეეხება, სოფელ კირიხლოს მოსახლეობის მოთხოვნას, ხმათა უმრავლესობით სასმელი წყლის მრიცხველების მოწესრიგება გადაწყდა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეობას ყველა იმ პროექტის დაფინანსებას დაპირდნენ, რომელიც თავად სოფლის მაცხოვრებლებმა დაასახელეს. გამოკვეთილი პრიორიტეტები კრების ოქმით დადასტურდება და პროექტებზე სატენდერო პროცედურები დაიწყება. აღნიშნული სოფლის კრებები 2016 წლის 29 თებერვალს დაიწყო და დღეს, 4 მარტს დასრულდა. 
შეგახსენებთ, რომ წელს მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის, ცენტრალური ბიუჯეტიდან აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად გამოყოფილია 2 176 745 ლარი, რაც შარშანდელთან შედარებით 177 292 ლარითაა გაზრდილი.
აღნიშნული პროგრამა საქართველოში უკვე მე-8 წელია ხორციელდება და იგი სოფლად მცხოვრებთა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგებას გულისხმობს.

სხვა სიახლეები