მარნეულის მუნიციპალიტეტს ორი ერთეული ტრაქტორი გადმოეცა
4 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია „SOCAR“-ს შორის საქართველოსა და აზერბაიჯანის მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების საფუძველზე თამანშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
4 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია „SOCAR“-ს შორის საქართველოსა და აზერბაიჯანის მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების საფუძველზე თამანშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვემო ქართლის რეგიონის ფერმერებს დაეხმარებიან (არაკომერციული მიზნებისთვის) სეზონური სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროულად ჩატარებაში, მოსავლის აღებაში, მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით შეფერხების გარეშე უზრუნველყოფაში, აგრეთვე რეგიონის სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში.
მითითებული ამოცანების ეფექტური შესრულების მიზნით, კომპანია SOCAR-მა ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციას საკუთრებაში უსასყიდლოდ 10 ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა - ტრაქტორები, ასევე მიწის სახნავი მოწყობილობები გადასცა.
• ტრაქტორი „ბელარუსМТЗ-82.1“ - 8 ერთეული;
• ტრაქტორი „ბელარუსМТЗ-1221“ - 2 ერთეული;
• გუთანი 3 სექციური საკიდი - 4 ერთეული;
• გუთანი 4 სექციური საკიდი - 5 ერთეული;
• გუთანი 5 სექციური საკიდი - 1 ერთეული.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკით ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტები ისარგებლებენ.
საკუთრებაში უსასყიდლო სარგებლობის უფლებით ორი ერთეული ტრაქტორი გადაეცა მარნეულის მუნიციპალიტეტსაც, რაც ხელს შეუწყობს ხელისფულების მიერ დაგეგმილ სოფლის მეურნეობაში განსახორციელებელ პროექტების განხორციელებას, კონკრეტულად კი უფასო ხვნა-თესვის პროგრამას, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და დიდ შეღავათს უწევს მოსახლეობას.
სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის გადაცემის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ვიცე პრემიერი კახა კალაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგბელი მერაბ თოფჩიშვილი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების სხვა გამგებლებლებთან ერთად, სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები, ნავთობკომპანია „SOCAR“-ის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, SOCAR Energy ჯორჯიას გენერალური დირექტორი მახირ მამედოვი.